მურა დათვების კვების რაციონი

მურა დათვების კვების რაციონი

მართალია დათვი მტაცებლების რიცხვს ეკუთვნის, მაგრამ სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს და ძირითადად მცენარეებით იკვებება.

დათვები ძირითადად, ხილით, კენკრით, ბოლქვებით, სოკოებით, თხილითა და რკოთი იკვებებიან. ამას ამატებენ მწერებსა და თაფლს. დათვები ასევე მიირთმევენ პატარა ძუძუმწოვრებსა და რეპტილიებს, თუკი მათ სიახლოვეს შენიშნავენ და დაიჭერენ.

თავშესაფარის დათვების საკვები პროდუქტებია:

ვაშლი, მსხალი, სტაფილო, ჭარხალი, გოგრა, თევზი, პური და სხვა პროდუქტები სეზონის  და თავშესაფარის შესაძლებლობის მიხედვით.