საქართველოს კანონმდებლობა

საქართველოში ხშირია არაკანონიერი ნადირობა ბრაკონიერობა, რის გამოც კლავენ როგორც დათვს, ასევე სხვა გარეულ ცხოველებს, რომლებიც გადშენების პირზეა. სამწუხაროთ დათვები ხშირად ხვდებიან ტყვეობაში. 2010 წლის მონაცემებით საქართველოში ორმოცდაათამდე დათვია უკანონოდ ტყვეობაში ეკლესიამონასტრებში, რესტორნებში და კერძო ტერიტორიებზე. გართობის მიზნით ბელებს დედას უკლავენ და მათ ამწყვდევენ ვოლიერებში, სადაც გაუსაძლის პირობებში ატყვევებენ და ხშირ შემთხვევეში საბოლოოდ კლავენ.

  

 

მურა დათვი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ . მისი დატყვევება აკრძალულია და ისჯება კანონით.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 853 მუხლის თანახმად, „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება – გამოიწვევს დაჯარიმებას 150-დან 850 ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით.

საქართველოში დათვის უკანონოდ მოპოვება სისხლის სამართლის წესით ისჯება. ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი 50 ათასი ლარით არის განსაზღვრული.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ თანახმად, ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა შეადგენს 50 000 ლარს. შესაბამისად, ის პირი, რომელიც უკანონოდ მოიპოვებს დათვს (ანუ მოკლავს) საქართველოს კანონის თანახმად მას უნდა დაეკისროს გარემოსადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

სსკ-ის შესაბამისად, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეყვანილ ცხოველზე ნადირობა ისჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაო ვადით 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით 3 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.