თავშესაფრის ცხოველები

 

ბალუ

დათვების თავშესაფარში მოხედრის მიზეზი:

  

2010 წელს ხარაგაულის ტყეში ბრაკონიერებმა მოუკლეს დედა. დათვის ბელი იწონიდა 1 კგ.ს. თავშესაფარში ბალუ საწოვარით გამოვზარდეთ. მას შემდეგ ცხოვრობს დათვების თავშესაფარში.


ფოლა და ბალუ

დათვების თავშესაფარში მოხედრის მიზეზი:

 

2012 წელს ბორჯომის ტყეში ბრაკონიერებმა მოუკლეს დედა. დათვის ბელები  თავშესაფარიში საწოვარით გამოვზარდეთ.


ლელა

დათვების თავშესაფარში მოხედრის მიზეზი:

 

დათვი სახელად ლელა 9 წელი ყაზბეგში ცხოვრობდა, მოქალაქეს ყავდა სახლის ეზოში მცირე ზომის ვოლიერში დატყვევებული. ლელას არ ჰქონდა შესაფერისი საცხოვრებელი სივრცე და კვება, ამიტომ 2014 წელს გადმოვიყვანეთ დათვების თავშესაფარში და მას შემდეგ სხვა დათვებთან ერთად ცხოვრობს.


დავლიანე და გრეკო

დათვების თავშესაფარში მოხედრის მიზეზი:

2016 წლის ჩაგვაბარეს ორი პატარა დათვის ბელი სახელად დავლიანე და გრეკო. დავლიანეს მწვავე კუჭნაწლავის ანთება ჰქონდა, გრეკოს უკანა ფეხი დაზიანებული. დათვის ბელები ძალიან პატარები იყვნენ და ამავდროულად ტრამვირებულები,  ბელების გადარჩენის და გამოზრდის ძალიან რთული პერიოდი გამოიარა თავშესაფრის პერსონალმა.  დავლიანე და გრეკო თავშესაფარში ცხოვრობენ და დამთვარიელებლებს მასპინძლობენ.


მერაბა

დათვების თავშესაფარში მოხედრის მიზეზი:

    

დათვი სახელად მერაბა 4 წლის მანძილზე ახალციხის რესტორანში ყავდათ დატყვევებული, რესტორნის სტუმრების გასართობად.  2016 წელს გადავწყვიტეთ გადმოგვეყვანა დათვების თავშესაფარში.  მერაბას რთული და მძიმე ცხოვრება ჰქონდა ამიტომ ადამიანებს აღარ ენდობა და უჭირს თავშესაფრის პერსონალთან ურთიერთობა.


ბუბუ

დათვების თავშესაფარში მოხედრის მიზეზი:

  

დათვი სახელად ბუბუ 2 წლის მანძილზე გარდაბანში ერთერთ ქარხანის ეზოში ყავდათ  ძალიან მძიმე პირობებში, 2017 წელს გადავწყვიტეთ გადმოგვეყვანა დათვების თავშესაფარში. ბუბუ ძალიან თვინიერი და კონტაქტური დათვი აღმოჩნდა მალევე დაუმეგობრდა თავშესაფარში დამხვედრ დათვებს.


თინა

დათვების თავშესაფარში მოხედრის მიზეზი:

დათვი სახელად თინა 8 წლის განმავლობაში ერთერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში ყავდათ გასართობად დატყვევებული, 2017 წელს თავშესაფარმა გამოუნახა ადგილი და გადმოვიყვანეთ დათვების თავშესაფარში. თინა ფიზიკურად ძალიან ლამაზი და განსხვავებული დათვია.


დუჩე

დათვების თავშესაფარში მოხვედრის მიზეზი:

დათვის ბელი სახელად დუჩე 3 თვის მოგვაბარეს თავშესაფარში 2017 წლის აპრილში,  კახეთის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს ჰყავდა ეზოში ჯაჭვით დაბმული, სავარაუდოთ დედა მოუკლეს და ბელი გასართობად წამოიყვანეს სახლში.


მაშა

დათვების თავშესაფარში მოხვედრის მიზეზი:

 

მურა დათვი სახელად „მაშა“  21 წელი რესტორაში მცირე ზომის ვოლიერში იყო დატყვევებული!  დათვი  21 წელი რესტორნის სტუმრების გართობისთვის ჰყავდათ რკინა-ბეტონის 20 კვ.მ ფართობში. 2019 წლის თებერვალში „დათვების თავშესაფარში“ მოეწყო მისთვის სპეციალური საცხოვრებელი ნახევრად ბუნებრივი პირობების ვოლიერი. მაშა ახლა სხვა დათვებთან ერთად აგრძელებს ცხოვრებას თავშესაფარში.