მისია

 

საქართველოში უკანონო ბრაკონიეროების გამო   მძიმე პირობებში ათეულობით „წითელი ნუსხით“ დაცული, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მურა დათვია დატყვევებული.

დათვების უმრავლესობა წლების განმავლობაში გასართობად ჰყავდათ დატყვევებული, ბენზინგასამართ სადგურებზე, რესტორნებში, სასტუმროებში, მონასტრებში, ცირკში და კერძო სახლებში.

ტყვეობაში მყოფი მურა დათვების პრობლემის მოსაგვარებლად 2010 წელს პროფესიით მსახიობმა სოსო ჯიქურიშვილმა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ნებართვით მურა დათვების თავშესაფარი დააფუძნა, ორგანიზაციის დაფუძნებიდან დღემდე თავშესაფარში იმყოფება 12 მურა დათვი. ეს დათვები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში, ძალიან მცირე ზომის ვოლიერებში ჰყავდათ გამომწყვდეული.

მურა დათვების თავშესაფარი დაახლოებით 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული. თავშესაფარი ზრუნავს დათვების რეაბილიტაციაზე და მუშაობს მათ ველურ ბუნებაში დაბრუნებაზე.