პარტნიორები

 

პარტნიორები

 

 

სახეობათა კონსერვაციის ცენტრმა NACRES , 2017 წელს დროებით თბილიში განთავსებული ორი დათვი,  საკუთარი ავტომობილით და სამედიცინო პრეპარატებით  “დათვების თავშესაფარში” გადმოგვიყვანა,  ასევე 2019 წელს რიკოთის უღელთეხლზე მდებარე რესტორან „ედემის ბაღში“ დატყვევებული 21 წლის დათვის ტრანსპორტირება უზრუნველყო “დათვების თავშესაფარში,  დიდი მადლობა  “ნაკრესის” ადმინისტრაციას  გვერდში  დგომისთვის.


   

“საქართველოს ცხოველთადაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარის თეიმურაზ წიქორიძის და “დათვების თავშესაფარის” დამფუძნებლის სოსო ჯიქურიშვილის მიერ ხელმოწერილი იქნა მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ ცხოველთა დაცვის გადარჩენის და მათი უფლებების უზრუნველყოფის მიზნით. მემორანდუმით მთავრი მიზანია საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი მურა დათვების დაცვასა და გადარჩენასთან დაკავშირებული ურთერთთანამშრომლობა.