მთავარი

„დისტანციური მეურვეობის პროგრამა“

        

2019 წლის 1 მაისიდან „დათვების თავშესფარი“-ს მიერ ამოქმედდა „დისტანციური მეურვეობის პროგრამა“. პროგრამა ითვალისწინებს თავშესაფარში ბინადარი დათვების დისტანციურ პატრონობას, რაც ნიშნავს იმას,  რომ მსურველი პირი ხდება კონკრეტული ცხოველის ოფიციალური დისტანციური პატრონი“.  მსურველს ეძლევა საშუალება შეარჩიოს მისთვის სასურველი ცხოველი თავშესაფარში და  მეურვეობის პერიოდი.  ამ შემთხვევაში  ცხოველი აგრძელებს ბინადრობას თავშესაფარში, ხოლო პატრონი უზრუნველყოფს ყოველთვიურ შემოწირულობას (დისტანციური მეურვეობის გადასახადს) ორგანიზაციის მიერ დადგენილი ოდენობით. პროგრამის ძირითადი მიზანია თავშესაფარში ბინადარი დათვების საარსებო პირობების უზრუნველყოფა, კონკრეტული პირის – „დისტანციური პატრონის“ მიერ ცხოველის დახმარება. მთავრი მიზანი კი არის თავშესაფარში ბინადარი გადაშენების საფრთხის პირას მყოფი „წითელი ნუისხით“ დაცული ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება და მათი დახმარება. თავშესაფარში ერთი  ზრდასრული დათვის  კვების რაციონი ყოველდღიურად შეადგენს  5კგ. ხილ-ბოსტნეულს და 1 კგ. თევზს, რასაც ყოველთვიურად ესაჭიროება 350 დან 400 ლარამდე.

დათვების თავშესაფარი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე გახდნენ, ან მომავალში გახდებიან თავშესაფრის ცხოველების, „დისტანციური მეურვეები“. შეარჩიეთ თავშესაფარში თქვენთვის სასურველი დათვი და გახდით „დისტანციური პატრონი“  თავშესაფრის ცხოველები >>>