მთავარი

დათვების თავშესაფარი



სამტრედიაში მოქალაქის მიერ დატყვევებული დათვი  „ბელა“ უკვე თავშესაფარშია!

2018 წლის სექტებმერში „დათვების თავშესაფარში“ დაგვიკავშირდა მოქალაქე და   გვიამბო, რომ სამი წლის წინ ტყეში იპოვა რამდენიმე თვის დათვის ბელი და მას შემდეგ სახლში (ჯაჭვით დაბმული) გამოზარდა.

როგორც ყოველთვის, საქართველოში ტყვე დათვებს აქვთ ერთი და იგივე ბრაკონიერების მიერ შეთხზული ისტორია.

მოქალაქემ მოგვმართა თხოვნით, რომ დათვს ვეღარ უვლიდა და თავშესაფარში გადმოგვეყვანა.  რადგან მურა დათვს „წითელი ნუსხა“ იცავს, ჩვენ მივმართეთ გარემოს დაცვის სამინისტროს, რომ დათვი ამ მძიმე პირობებიდან დაეხსნა.

სამინისტროს ზედამხედველობამ კანონის ფარგლებში ჩამოართვა მოქალაქეს დათვი, მაგრამ, როგორც ყოველთვის, დათვს ვერ მოუძებნეს შესაფერისი პირობები. სამინისტრომ დახმარებისთვის  მოგვმართა ისევ ჩვენ!

მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფარში  ფინანსური პრობლემები გვაქვს, გადავწყვიტეთ, ჩაგვებარებინა დათვი, რადგან ძალიან მძიმე პირობებში იმყოფებოდა.

დათვი სახელად „ბელა“ ახლა თამაზ ელიზბარაშვილის „ძაღლების თავშესაფარში“ იმყოფება თავის ასაკის დათვებთან ერთად, რამდენიმე თვეში, დანარჩენ დათვებთან ერთად, გააგრძელებს ცხოვრებას ხელოვნურად შექმნილ ნახევრად ბუნებრივ პირობებში.


21 წელი რესტორან „ედემის ბაღში“

საქართველოში ხშირია ასეთ მდგიმარეობაში მოთავსებული „წითელი ნუსხით“ დაცული, გადაშენების პირას მყოფი მურა დათვები.

რესტორან „ედემის ბაღში“ 21 წლის წინ პატარა დათვის ბელი სახელად მაშა მოათავსეს შეუფერებელ  ვოლიერში, რესტორნის სტუმრების გასართობად.

ამ წლების განმავლობაში  მაშას,  მთვრალი სტუმრების  გართობა ევალება.

„დათვების თავშესაფარი“  8 წელია ზრუნავს მძიმე პირობებში მყოფ დათვებზე საკუთარი ფინანსებით.  თავშესაფარში გამოინახა მაშასთვის ადილი, მიმდინარეობს ვოლიერის მოწყობა და ოქტომბრში იგეგმება მაშას გადმოყვანა  თავშესაფრის ტერიტორიაზე.

თქვენი სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ გაგვიწიოთ დახმარება და მიიღოთ მონაწილეობა მაშას ვოლიერის მშენებლობაში.

მიმღების დასახელება: ა(ა)იპ. „ზოოლოგიური ცენტრი“ (დათვების თავშესაფარი)
საიდენტიფიკაციო კოდი: 436038226
ანგარიშის ნომერი: GE05BG0000000037320500

 



2018 წლის 5 აგვისტოს, მცხეთის რაიონში, ცხვარიჭამიაში, საბადურის ტყეში არსებულ დათვების თავშესაფარში საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარის თეიმურაზ წიქორიძის და “დათვების თავშესაფარის” დამფუძნებლის სოსო ჯიქურიშვილის მიერ ხელმოწერილი იქნა მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შესახებ ცხოველთა დაცვის გადარჩენის და მათი უფლებების უზრუნველყოფის მიზნით.

მემორანდუმით მთავრი მიზანია საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი მურა დათვების დაცვასა და გადარჩენასთან დაკავშირებული ურთერთთანამშრომლობა

  

              



ხვალ, 2018 წლის 5 აგვისტოს, ქ. მცხეთის რაიონში, ცხვარიჭამიაში, საბადურის ტყეში დათვების თავშესაფარში “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების”GSPSA – Georgian Society for the Protection and Safety of Animalsთავმჯდომარის თეიმურაზ წიქორიძის და “ზოოლოგიური ცენტრი”(დათვების თავშესაფარი)-ს დამფუძნებლის სოსო ჯიქურიშვილის მიერ ხელმოწერილი და გაფორმებული იქნება მემორანდუმი ურთიერთანამშრომლობის შეახებ ცხოველთა დაცვის გადარჩენის და მათი უფლებების უზრუნველყოფის მიზნით. მემორანდუმის მთავრი მიზანია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვების დაცვასთან დაკავშირებული ურთერთთანამშრომლობა.

დაინტერესებული პირებს გაქვთ საშუალება, რომ ხვალ, 5 აგვისტოს 18:00 საათზე მოინახულოთ დათვების თავშესაფარი და უფრო ახლოს გაეცნოთ დათვებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ასევე მიიღოთ მონაწილეობა დათვების თავშესაფრის დახმარების პროგრამაში.

ადგილმდებარეობა: ქ. მცხეთა, ცხვარიჭამია, საბადურის ტყე, დათვების თავშესაფარი.